Sunday, April 17, 2016

მეცხრე დღე

გავაკეთე ჩემი პროექტის "იავნანამ რა ჰქმნა?!" პრეზენტაცია,ავტვირთე ჩემს ბლოგზე პროექტის პრეზენტაცია და ჩემი სახელი და გვარის საქაღალდე. სირთულეები არ მქონია.

Thursday, April 14, 2016

ტრენინგის მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღის მასალები, ვიმუშავეთ საქაღალდეში მასწავლებლის დამხმარე,გავეცანით მოდული 2 - აქტივობა 3 და მოდული 5 - შეფასების რუბრიკები,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის- ხარაჩოს შექმნაზე,ჩამოვყალიბდი რა მასალები უნდა მქონდეს პრეზენტაციისთვის,მუშაობის პროცესში სირთულეები არ მქონია.

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიხსენეთ განვლილი მასალა,წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე,გავეცანით შეფასების რუბრიკებს, შევქმენით რუბრიკები: ჯგუფური მუშაობის, მოსწავლეთა თვითშეფასები,თანატოლთა შეფასებები.ეს ყველფერი შევიტანეთ ჩვენი სახელი და გვარის საქაღალდეში - შეფასებები.
მუშაობისას სირთულეები არ მქონია და არ მაქვს შეკითხვები.

Thursday, April 7, 2016

მეექვსე დღე
გავიხსენეთ ძველი მასალა,მოსწავლეების ჯგუფებიდან ავირჩიე ერთ-ერთი ჯგუფი,რომლის მიხედვითაც ვიმუშავე მოსწავლის შაბლონში შესაბამისი დავალებების მიხედვით.
მესამე დღე

განვიხილეთ წინა მოდულები,შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი,სადაც შევიტანეთ პროექტის მოკლე შინაარსი,სტანდარტებიდან გამომდინარე ავირჩიეთ შესაბამისი მიმართულება და ინდიკატორი,ასევე განვსაზღვრეთ 21-ე საუკუნის უნარები,პოექტის მიზნები,რომელშიც დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია,გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.სტანდარტებზე მუშაობა ჩემთვის ნაცნობი იყო,შესაბამისად არ გამჭირვებია მუშაობა.ამ ეტაპზე შეკითხვები არ მაქვს.

Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

მეხუთე დღეს ჩვენი პროექტიდან გამომდინარე კვირების მიხედვით ჩამოვწერეთ შესაბამისი დავალებები ჯგუფებისთვის.( ვიმუშავეთ ინდივიდუალურად).დაფიქრდი,დაწყვილდი,გაუზიარე-ამ მეთოდის გამოყენებით ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ნამუშევრები,მივეცით ერთმანეთს საჭირო რჩევები.ვიმუშავეთ საკუთარი ბლოგის გაფორმებაზე,ვისწავლეთ ბლოგზე როგორ უნდა ავტვირთოთ შესაბამისი აქტივობა.
მუშაობისას სირთულეები არ მქონია და შესაბამისად არ მაქვს კითხვები.

Thursday, March 31, 2016

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ მოდული 2-  აქტივობა 3(შეფასების სხვადასხვა მეთოდი). პროექტის დაწყებამდე მოსწავლეების წინარე ცოდნის დასადგენად განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდი,აქედან მე ავირჩიე   ვიცი,მინდავიცოდე,ვისწავლე. ვფიქრობ,რომ გადავხედო სხვა მეთოდებსაც,ჩემი თემიდან გამომდინარე დავადგინო თუ რომელი მეთოდი დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებაში.ამის შემდეგ უკეთ დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს.
ჩემი თემა გახლავთ "იავნანამ რა ჰქმნა?!"- წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ხომ არ მირჩევდით მეთოდს გონებრივ იერიშს?